„ფენერბაჰჩეს“ კაპიტანმა „ბაიერნთან“ მატჩი ფანების სტვენის გამო მიატოვა (ვიდეო)
„ფენერბაჰჩეს“ კაპიტანმა ნაბილ დირარმა „ბაიერნთან“ ამხანაგური მატჩის დროს „ალიანც-არენას“ ტრიბუნებიდან ზემოქმედებას ვერ გაუძლო.
72-ე წუთზე დირარს სტვენა აუტეხეს, იმ დროს, როცა ის ფლანგზე რეიდს ასრულებდა. 33 წლის ფეხბურთელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, გაჩერდა, ბურთი მოედნის გარეთ გადააგდო და მინდორი დატოვა. დირარი „ფენერბაჰჩეს“ სამწვრთნელო შტაბმა და თანაგუნდელებმა დააბრუნეს თამაშში.
„ბაიერნმა“ და „ფენერბაჰჩემ“ „აუდის თასის“ ნახევარფინალში ითამაშეს და მიუნხენურმა კლუბმა ანგარიშით 6:1 მოიგო. ფინალში გერმანიის ჩემპიონი „ტოტენჰემს“ შეხვდება, რომელმაც თავის ნახევარფინალში ანგარიშით 1:0 მოუგო „რეალს“.
🇩🇪 #FCBFEN 🇹🇷 #AudiCup
🏆 6-1 | 72e ⏱Scène rare : N. Dirar s’énerve sur son propre public, son coach et veut même quitter la pelouse… Sale soirée pour le capitaine du Fener.
📺 À suivre en direct et en exclusivité sur #RMCSport1 !
✍ Direct écrit ➡ https://t.co/KVw1yNT8jj pic.twitter.com/rr0bmD0N1H— RMC Sport (@RMCsport) 30 July 2019