„ფენერბაჰჩეს“ კალათბურთელი თავის არეში მიღებული ტრავმის გამო საავადმყოფოში მოხვდა
„ფენერბაჰჩეს“ კალათბურთელი თავის არეში მიღებული ტრავმის გამო საავადმყოფოში მოხვდა

საკალათბურთო კლუნ „ფენერბაჰჩეს“ ფორვარდი ლუიჯი დატომე საავადმყოფოში მოხვდა.

„ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის მესამე პერიოდში მოთამაშე წაიქცა და თავის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც გონება დაკარგა, იტყობინება ინტერნეტ-პორტალი „ეუროჰუპსი“ (Eurohoops).

საინტერესოა, რომ არენაზე სამორიგეოდ მყოფმა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა სამუშაო ადგილის მიტოვებაზე უარი განაცხადა და „ფენერბაჰჩეს“ წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, კალათბურთელი თავად წაეყვანათ საავადმყოფოში.

მოგვიანებით, „ანადოლუ ეფესმა“ მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.