„ფენერბაჰჩე“ იოზილის იჯარაზე მუშაობს
„ფენერბაჰჩე“ იოზილის იჯარაზე მუშაობს

„ფენერბაჰჩე“ ზამთარში „არსენალიდან“ ნახევარმცველ მესუთ იოზილის იჯარით გადაბირებით არის დაინტერესებული და უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან, – დაწერა თურქულმა გამოცემა „თაქვიმმა“ (Takvim).

გერმანელი ვეტერანი „არსენალის“ ბოლო სამი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც გამოიწვია ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი კარიერა „მეთოფეებში“ დასასრულს მიუახლოვდა. 30 წლის იოზილმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი იოზილს ამჯობინებს დანი სებალიოსსა და ჯო უილოკს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „არსენალი“ მზად არის იჯარით გაუშვას გერმანული თუნდაც იმის ხარჯზე, რომ მისი ხელფასის ნაწილი გადაიხადოს.

მესუთის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე ძალაში. ის „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს, სულ კლუბში 233 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 74 შედეგიანი პასი შეასრულა.