ფელპსი - ჩემი მოწინააღმდეგეები დოპინგს იყენებდნენ
ფელპსი - ჩემი მოწინააღმდეგეები დოპინგს იყენებდნენ

23-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა სპორტში დოპინგის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. ლეგენდარული სპორტსმენის სიტყვები ტელეკომპანია „სიენენს“ (CNN) მოჰყავს.

„არასოდეს ყოფილა ისე, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები სუფთები ყოფილიყვნენ. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. თუ შენ დოპინგზე დადებით ტესტს აბარებ, მაშინ არასოდეს აღარ უნდა დაგიშვან ტურნირებზე“, – განაცხადა ფელპსმა.

ამერიკელი აბსოლუტური რეკორდსმენია ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით (28). მან კარიერა შვიდი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზე დაასრულა.