ფელპსი, ბოლტი და ფედერერი - XXI საუკუნის სამი საუკეთესო სპორტსმენი
ფელპსი, ბოლტი და ფედერერი - XXI საუკუნის სამი საუკეთესო სპორტსმენი

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ წარმოადგინა XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა ტოპ-ასეული.

მიმდინარე ასწლეულის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, ამერიკელი მაიკლ ფელპსი. მეორე ადგილზეა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, ლეგენდარული იამაიკელი უსაინ ბოლტი. სამეულშია „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

ოცეულში მოხვდნენ: 4. რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი), 5. კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი), 6. ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი), 7. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი), 8. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1), 9. ვალენტინო როსი (იტალია, მოტორბოლა), 10. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი), 11. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი), 12. მარკ მარკესი (ესპანეთი, მოტორბოლა), 13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფორმულა 1), 14. ელიუდ კიპჩოგე (კენია, მძლეოსნობა), 15. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი), 16. მენი პაკიაო (ფილიპინები, კრივი), 17. კრის ფრუმი (ბრიტანეთი, ველოსპორტი), 18. ტომ ბრეიდი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი), 19. რონალდო (ბრაზილია, ფეხბურთი), 20. კილიან ხორნეტი (ესპანეთი, კროსი).