ფელის ვისენტე - შევეცდებით, ამჯერად ნაკლები შეცდომა დავუშვათ
ფელის ვისენტე - შევეცდებით, ამჯერად ნაკლები შეცდომა დავუშვათ

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ხვალ გაიმართება ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „დინამო თბილისსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს“ შორის.

პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პირველ მატჩში დაშვებულ შეცდომებსა და ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა.

„პირველ მატჩში დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მე-80 წუთისთვის მხოლოდ 0-1 ვაგებდით და ცუდად არ გამოვიყურებოდით, თუმცა ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ძალიან იშვიათად ხდება: ფეხბურთელი გაგვიგდეს და დარჩენილ 10 წუთში სამი გოლი მივიღეთ. ხვალინდელ მატჩში შევეცდებით ნაკლები შეცდომა დავუშვათ და ღირსეული შედეგი დავაფიქსიროთ“, – განაცხადა ვისენტემ.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ „დინამო თბილისისთვის“ გამოტანილი სასჯელის მიხედვით, ხვალინდელი თამაში ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ქართული გუნდი აზერბაიჯანული „გაბალას“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩისას გულშემატკივრების მხრიდან რასისტული ქცევის გამო დასაჯა.

მატჩი დინამო არენაზე 20:30 საათზე დაიწყება.