ფელიპე მელო - ბრაზილიის ნაკრებში მოვილაპარაკეთ, რომ ყველას უნდა დაგვერტყა მესისთვის - სხვანაირად ვერ გავაჩერებდით
ფელიპე მელო - ბრაზილიის ნაკრებში მოვილაპარაკეთ, რომ ყველას უნდა დაგვერტყა მესისთვის - სხვანაირად ვერ გავაჩერებდით

ტურინის „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფელიპე მელომ ჟურნალისტებთან საუბრისას გაამხილა, როგორ მოქმედებდნენ ის და მისი პარტნიორები ბრაზილიის ნაკრებში არგენტინის ნაკრების ლიდერის ლიონელ მესის შესაჩერებლად.

„ის უნიკალური მოთამაშეა. როცა ბრაზილიას მის წინააღმდეგ თამაში უწევდა, ჩვენ ერთმანეთში ასე მოვილაპარაკებდით ხოლმე: „თითოეულმა უნდა ჩავარტყათ მას. უნდა შევენაცვლოთ ერთმანეთს“. ამის გარეშე რთული იყო მისი შეჩერება. მის დამტვრევას არ ვცდილობდით, უბრალოდ გვინდოდა, ის სათამაშო რითმიდან ამოგვეგდო, მისთვის დისკომფორტი შეგვექმნა. ეს ტაქტიკური მომენტი იყო. მესი – უფრო დაუჯერებელი მოთამაშეა, ვიდრე კრიშტიანო რონალდო. კრიშტიანოს შეუძლია ხუთი გოლი გაიტანოს, მაგრამ მესი თავად გაიტანს ხუთს და კიდევ საგოლე პასებსაც დაარიგებს. ის უფრო უნივერსალური მოთამაშეა“, – განაცხადა მელომ არგენტინულ „კლარინთან“ ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი