ფელიპე მასა - მაქვს ინფორმაცია შუმახერის ჯანმრთელობაზე
ფელიპე მასა - მაქვს ინფორმაცია შუმახერის ჯანმრთელობაზე

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ყოფილმა პარტნიორმა ფელიპე მასამ განაცხადა, რომ ყველაფერი იცის გერმანელის ჯანმრთელობის შესახებ. შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს.

„ვიცი, როგორ ცხოვრობს შუმახერი. მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. მათ არ უნდათ რაიმე ინფორმაციის გამხელა და მე ვინ ვარ, რომ ეს გავაკეთო?!“ – თქვა მასამ.

მიხაელ შუმახერი და ფელიპე მასა წლების განმავლობაში ერთად გამოდიოდნენ „ფერარიში“.