ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წასახალისებლად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორ მილიარდ ევროიანი პაკეტი დაამტკიცა
ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წასახალისებლად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორ მილიარდ ევროიანი პაკეტი დაამტკიცა

დიდ ბრიტანეთში ფეხითა და ველოსიპედებით მოსიარულეთა წასახალისებლად, მთავრობამ ორ მილიარდ ევროიანი პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, გადაადგილების სწორედ ეს მეთოდები იქნება აუცილებელი, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვა და სოციალური დისტანცირების ზომების დარღვევა.

როგორც ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა, გრანტ შეპსმა განაცხადა, ფეხით სიარულისა და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისება მთავრობის პოსტკრიზისული ტრანსპორტირების გეგმის განუყოფელი ნაწილია.