ფეხბურთში ყველაზე უსაფრთხო გარემოა - უეფას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულია მხოლოდ 0,55%
ფეხბურთში ყველაზე უსაფრთხო გარემოა - უეფას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულია მხოლოდ 0,55%

არის თუ არა ფეხბურთი სარისკო გლობალური კორონავირუსის შემდეგ? ამ კითხვას პასუხი გასცა უეფა-ს მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა, რომლის თანახმადაც ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გარემოა.

უეფას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოთამაშეთა მხოლოდ 0,55 პროცენტი იყო დაინფიცირებული კორონავირუსით – 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ჩატარებული 61,859 ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 340 მოთამაშეს აღმოაჩნდა, რაც ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელია.

ამ ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 526 მატჩი, დაწყებული ჩემპიონთა ლიგის ფინალით, ევროპის ლიგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, ერთა ლიგა, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა, ახალგაზრდული გუნდები და COVID 19-ის გამო დაგეგმილი მატჩების მხოლოდ 3% გადაიდო.

„ჩვენს მიერ შემუშავებული პროტოკოლი მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს – ამ რთულ დროსაც კი, როდესაც პანდემია მთელს ევროპაში სწრაფად ვრცელდება. ეს გვარწმუნებს, რომ ჩვენი შეჯიბრებები უპრობლემოდ შეიძლება ჩატარდეს. ფეხბურთი მარტიდან ივნისამდე შეჩერდა, რის შემდეგაც შიდა ჩემპიონატები განახლდა და ეროვნული ფედერაციების მხოლოდ მეხუთედმა გასული სეზონი არ დაასრულა. აგვისტოში კი დასრულდა ევროპული შეჯიბრებების სეზონი მამაკაცთა, ქალთა და ახალგაზრდებს შორის. სექტემბერში ეროვნული ნაკრების მატჩები განახლდა. წარმოუდგენელი მიღწევაა, რომ დაგეგმილი შეხვედრებს 97% გაიმართა“, – თქვა უეფას პრეზიდენრმა ალექსანდრ ჩეფერინიმ.