ფეხბურთში შეიძლება დამატებითი შეცვლა გაჩნდეს ტვინის შერყევის შემთხვევებისთვის

23:35, 24.11.2020

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) საფეხბურთო და ტექნიკური კომიტეტები განიხილავენ საკითხს იმის შესახებ, რომ მატჩების დროს დაუშვან დამატებითი შეცვლა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ფეხბურთელს ტვინის შერყევის სიმპტომები აღენიშნება, – ამის შესახებ წერს IFAB-ის პრეს-სამსახური.

სიახლე შეიძლება უკვე 16 დეკემბერს დამტკიცდეს, ორგანიზაციის ყოველწლიურ სხდომაზე.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო ასევე გამოვიდა წინადადებით – კორონავირუსის პანდემიის დროს, შენარჩუნდეს ხუთი ცვლილების წესი. გარდა ამისა, განიხილა VAR-ის ტექნოლოგიის ცვლილების შესაძლებლობა, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს დაბალბიუჯეტიანი ლიგებისთვისა და ორგანიზაციებისთვის.

მსგავსი