ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალი „მიხეილ მესხზე“ გაიმართება #1TVSPORT

11:30, 23.07.2026

საქართველოში საკლუბო საფეხბურთო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებით განახლდება. გუნდები ერთმანეთს 1/16-ფინალურ შეხვედრებში დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ეტაპიდან თასის გათამაშებაში ეროვნული ლიგის კლუბები ერთვებიან. ამის შემდეგ ორი ეტაპი გადაბმულად ჩატარდება – 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება, ხოლო 1/8-ფინალური შეხვედრები – პირველ და 2 აგვისტოს.

ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრის ადგილი დაასახელა – გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.

მსგავსი