ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მატჩების თარიღები და ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2025 წლის გათამაშების მატჩების თარიღები და ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს გაიმართება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი ითამაშებს – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „სპაერი“, ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“.
26 ივნის, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის „იბერია“ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო 27 ივნისს თბილისის „სპაერი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
26 ივნისი, დავით პეტრიაშვილი არენა 20:00
„იბერია“ – „დილა“
27 ივნისი, დავით პეტრიაშვილი არენა 20:00
„სპაერი“ – „ტორპედო“
მესამე ადგილისთვის მატჩი პირველ ივლისს გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.