ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთშია, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდს ტრავმის გამო „უოტფორდის“ შემტევი ნიკოლოზ ჩიქოვანი დააკლდა და ამ მატჩებში ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად გუნდს „გაგრის“ მოთამაშე საბა ზოიძე შეუერთდა.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 5 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში – მოლდოვას.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ-ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი), საბა ზოიძე (გაგრა).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე).