ფეხბურთში ხუთი ცვლილების წესი, შესაძლოა, სამუდამოდ დატოვონ #1TVSPORT
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) განიხილა ერთ მატჩში დაშვებული ცვლილებების რაოდენობის საკითხი.
როგორც გაზეთი The Times წერს, IFAB-ის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ინიციატივას – ფეხბურთში სამუდამოდ დარჩეს ხუთი ცვლილების წესი. ახლა, ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცონ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება.
კლუბებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელების ნებართვა კორონავირუსის პანდემიის ფონზე მისცეს.