ფეხბურთის ისტორიაში სერხიო რამოსზე მეტი გოლი მხოლოდ ხუთ მცველს აქვს გატანილი
ფეხბურთის ისტორიაში სერხიო რამოსზე მეტი გოლი მხოლოდ ხუთ მცველს აქვს გატანილი

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა.

სტატისტიკური სააგენტო „ოპტა“-ს (Opta) ინფორმაციით, 33 წლის ესპანელი მცველი გოლების რაოდენობით ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ დაცვის მხოლოდ ხუთ წარმომადგენელს ჩამორჩება.

ამ მომენტისთვის, რამოსის ანგარიშზეა 120 გოლი კარიერაში. მცველებს შორის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ნიდერლანდელი რონალდ კუმანი – 253 გოლი. მეორე ადგილზეა არგენტინელი დანიელ პასარელა (175), მესამეზე ესპანელი ფერნანდო იერო (163). შემდეგ მოდიან ფრანგი ლორან ბლანი (153) და შოტლანდიელი გრემ ალექსანდრი (130).

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რამოსმა ხუთი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით აღემატება ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს.