ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამორჩეულები დააჯილდოვა
ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამორჩეულები დააჯილდოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 30-ე ყრილობაზე, ქართული ფეხბურთის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები დაჯილდოვდნენ.

საგანგებო ჯილდო გადაეცა მეკარისთვის ბურთის უკან დაბრუნების აკრძალვის წესის ქართველ თანაავტორს – სულხან იაშვილს. ასევე დაჯილდოვდნენ სფფ-ის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი – მამუკა კვარაცხელია და ქართული ფეხბურთის მემატიანე – რევაზ შენგელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სპეციალური ჯილდო გადასცა კახა შალამბერიძის ოჯახს. აღნიშნა კახას ღვაწლი ქართული ფეხბურთისთვის და მიუსამძიმრა მის ოჯახის წევრებს. შეგახსენებთ, რომ კახა შალამბერიძე წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ლიგის განვითარებაში, იგი ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მედიამენეჯერად მუშაობდა.