ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ახალი ტურნირი დაიწყო – 15-წლამდე გოგონათა პირველობა.
ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა ახლადგარემონტებულ სფფ-ის „ავაზას“ ტექნიკურ ცენტრში გაიმართა. მონაწილეებს წარმატებები უსურვეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა – ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა.
15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება 30 ნოემბერს დასრულდება. ლიგაში მონაწილეობს დასავლეთ საქართველოს ექვსი და აღმოსავლეთ საქართველოს შვიდი გუნდი მიიღებს. ჩემპიონს პლეი ოფის პრინციპით ორი ჯგუფის საუკეთესო ოთხეული გამოავლენს.
ტურნირის მიზანია საქართველოში ქალთა ფეხბურთის მასობრიობის ხელშეწყობა, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს სახეობის განვითარება.