ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ 
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ 

დასავლეთ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძრვანელები ​ – პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გოჩა თამაზაშვილი ესტუმრნენ.

სფფ-ს ცნობით, მათ სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ვიზიტი გურიაში გაგრძელდა, სადაც ფედერაციის წარმომადგენლებმა გვიმბალაურში მშენებარე სფფ-ის აკადემია დაათვალიერეს. მშენებარე აკადემიაში საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყვნენ, რომლებსაც ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტისგან რეგიონში დაგეგმილი პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიიღეს.

სფფ-ს ხელმძღვანელებმა დასავლეთ საქართველოს ტური, ბათუმის სტადიონის მონახულებით დაასრულეს, სადაც 20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი შენდება. სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, ზღვისპირა ქალაქში ახალი არენა 2020 წელს აშენდება.