ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - ვაზისუბანში საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - ვაზისუბანში საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი ვაზისუბანში მდებარე 92-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ, რომლის ტერიტორიაზეც საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანს“ მშენებლობა მიმდინარეობს.

სკოლას ასევე ესტუმრნენ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი, რადგან პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ხორციელდება – ჩანაფიქრის მიხედვით, „ვაზისუბანი“ ევროპული სტანდარტის საფეხბურთო სკოლა იქნება. პროექტის დეტალები სტუმრებს საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბნის“ დირექტორმა, ჯაბა დვალმა გააცნო. უკვე დასრულებულია ორი ხელოვნურსფარიანი მოედნის მშენებლობა, მაისში კი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

ახალაშენებულ სტადიონზე სფფ-ის პროექტის „სახალისო საფეხბურთო სკოლების“ ფარგლებში საწვრთნელი ვარჯიშებიც გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბნის“ ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ამ ეტაპზე საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანში“ 120-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. სკოლას ჰყავს როგორც გოგონათა, ისე რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები. აღსანიშნავია, რომ გოგონებისთვის საფეხბურთო სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა.