ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრების ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე, სადაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს, აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნებიც გაიმართა.
ყრილობიდან ყრილობამდე ფეხბურთის ფედერაციას სწორედ აღმასკომი მართავს, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს და განცხადებებს აკეთებს. საფეხბურთო გუნდის მსგავსად, მმართველი გუნდის წევრების რაოდენობაც თერთმეტია.
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ყრილობაზე სულ 10 კანდიდატი უნდა აერჩიათ, რომლებიც ორგანიზაციას უახლოეს 4 წელი მართავენ, ხოლო მე-11 წევრი და აღმასკომის ხელმძღვანელი სფფ-ს პრეზიდენტი ავტომატურად გახდა.
ქართული ფეხბურთის 11 მმართველის სია ასე გამოიყურება:
ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი
———————————————
1 კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი
2 ნიკოლოზ ჯღარკავა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი
3 ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი
4 აკაკი ალადაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი
5 ილია ინჯგია, მარტვილის „მერანი“
6 ნინო სორდია, ქალთა ფეხბურთის ასოციაცია
7 თენგიზ სულაქველიძე, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
8 რომან ფიფია, „დინამო თბილისი“
9 ბესიკ ჩიხრაძე, „გაგრა“
10 გოჩა ჯამარაული, ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირები