ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობის ბედს 29 დელეგატი გადაწყვეტს
ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობის ბედს 29 დელეგატი გადაწყვეტს

15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა ჩატარდება. ესაა რიგით 29-ე ყრილობა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად 29 სუბიექტმა დაადასტურა.

15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც სფფ-ს გენერალური სამდივნოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – ლევან კობიაშვილი. საინტერესოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა ყრილობის მონაწილე 29 სუბიექტიდან 28-მ წარადგინა.

ყრილობის სუბიექტები:

1.ს.კ. დინამო თბილისი
2.ს.კ. სიონი
3. ს.კ. მერანი მარტვილი
4.ს.კ. სამტრედია
5.ს.კ.ცხინვალი
6.ს.კ.ვიტ ჯორჯია
7.ს.კ.ტორპედო ქუთაისი
8.ს.კ.კოლხეთი 1913
9.ს.კ.გაგრა
10.ს.კ.ზუგდიდი
11.ფ.კ.გორი
12.ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
13.მცხეთა-მთიანეთის რფფ
14.აჭარის ფეხბურთის ფედერაცია
15.სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ
16.ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
17.სამხრეთ ოსეთის ფფ
18.სამცხე ჯავახეთის ფფ
19.აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
20. გურიის რფფ
21.რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ
22. შიდა ქართლის რფფ
23. ფუტსალის ასოციაცია
24. კახეთის რფფ
25. იმერეთის რფფ
26.ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
27.ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება
28. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობაზე ს.კ. ზესტაფონიც დარეგისტრირდა. საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას სულ 29 სუბიექტი მიიღებს.

15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა სასტუმრო ჰუალინგში 12 საათზე დაიწყება.