ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა - ფინალს „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში ეროვნული ლიგის ექვსი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და ლიგა 3-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
მეოთხედფინალი. 24 ოქტომბერი, სამშაბათი
„დილა“ – „საბურთალო“
15:00. გორი – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“
15:00. წყალტუბო – 26 მაისის სახელობის სტადიონი
„კოლხეთი 1913“ (ფოთი) – „ტორპედო“
15:00. ფოთი – სტადიონი „ფაზისი“
„ირაო“ – „დინამო“ (ბათუმი)
15:00. კასპი – ცენტრალური სტადიონი
ნახევარფინალი. 8 ნოემბერი, ოთხშაბათი
„დილა“ – „საბურთალო“ / „სამგურალი“ – „დინამო თბილისი“
„კოლხეთი 1913“ – „ტორპედო“ / „ირაო“ – „დინამო“ (ბთ)
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 24 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალები – 8 ნოემბერს.
საქართველოს თასის ფინალი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.