ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 და 1/8-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.

პირველი და მეორე ეტაპების შემდეგ თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის შვიდი და ეროვნული ლიგა 2-ის ცხრა კლუბი დაემატა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

19 ივლისი

„მეშახტე“ – „გაგარა“

„სამტრედია“ – „დინამო თბილისი“

„სამცხე“ – „ოდიში“

„იუჯი 35“ – „მარანი“ (მარტვილი)

„ალგეთი“ – „შტურმი“

20 ივლისი

„ლოკომოტივი“ – „დინამო 2“ (თბ)

„თბილისი 2025“ – „სიონი“

„გაგრა 2“ – „დინამო“ (ბთ)

„გონიო“ – „სამგურალი“

„გარეჯი – „კოლხეთი 1913“ (ფ)

„რუსთავი“ – „თელავი“

21 ივლისი

„ვიტ ჯორჯია“ – „იბერია 2“

მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები – „იბერია 1999“, „სპაერი“, ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ შეუერთდებიან.

წილისყრის შედეგად მერვედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ალგეთი“/„შტურმი“ – „ლოკომოტივი“/„დინამო 2“ (თბ)

„სამცხე“/„ოდიში“ – „სამტერდია“/„დინამო“ (თბ)

„ვიტ ჯორჯია“/„იბერია 2“ – „რუსთავი“/„თელავი“

„მეშახტე“/„გაგრა“ – „იუჯი 35“/„მერანი“ (მარტ.)

„გაგრა 2“/„დინამო“ (ბთ) – „თბილისი 2025“/„სიონი“

„იბერია 1999“ – „ტორპედო“

„სპაერი“ – „გარეჯი“/„კოლხეთი 1913“

„გონიო“/„სამგურალი“ – „დილა“

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 26-27 ივლისს ჩატარდება. დებულების თანახმად, გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.