ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება

25 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება – ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

ეს წლის მეორე აღმასკომი იქნება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ. :
პირველი თემა საქართველოს 2020 წლის XXXII ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXXI გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცება იქნება.

ამავე დროს, სფფ-ს ხელმძრვანელობა აღმასკომზე ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის უეფას მიერ დამატებით გამოყოფილი თანხების განაწილების საკითხებზე იმსჯელებს.

ამ ორი საკითხის გარდა, კიდევ სხვა საკითხის განხილვაც დაიგეგმა, რომლებიც სფფ-ს ცნობაში არ დაკონკრეტებულა.