ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს რკინიგზასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს რკინიგზასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებითაა განპირობებული.

ხელშეკრულებას ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერეს.

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში მატჩებს სამი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩემპიონატის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მატარებლების ბრენდირება და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე გავა“, – წერია სფფ-ის გავრცელებულ ცნობაში.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე, სპეციალური ლინკით www.under21tickets.ge-ზე არის შესაძლებელი.

13 მარტიდან ბილეთები აბონემენტების ფორმატში იყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. 1-ელ მაისს ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა დაიწყება.