ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირის ანტმანთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირის ანტმანთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირის ანტმანთან კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა, — ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.

ანტმანი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, ვისაც „ჯვაროსნებთან“ უმუშავია. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ისტორიაში პირველად გავიდა.

2025 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები კვიპროსი, მალტა და ანდორა იქნებიან.