ფეხბურთის ფედერაციამ ნიჭიერი ფეხბურთელების გამოსავლენად რეგიონებში ტურნირი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსავლენად რეგიონთა ნაკრებების ტურნირი ჩატარდა.
მთავარი ჯილდოსთვის 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები იბრძოდნენ. გათამაშებაში რეგიონის ნაკრები მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც რუსთავში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, ოთხი გუნდი გავიდა – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის ორი ნაკრები.
ტურნირის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დასავლეთ საქართველოს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მესამე ადგილზე აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები გავიდა, რომელმაც ასევე 11-მეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
ტურნირის ფარგლებში შერჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები სფფ-ის აკადემიაში ჩაირიცხებიან.