ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მიმართა - ეროვნულ ლიგაში სამი შეცვლა დატოვეს
ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მიმართა - ეროვნულ ლიგაში სამი შეცვლა დატოვეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირის თქმით, ეროვნული ლიგის სატრანსფერო „ფანჯარაზე“ გამოყოფილი ვადა, შესაძლოა, გაიზარდოს.

„დებულების შესაბამისად, სატრანსფერო „ფანჯარა“ 20 ივნისს იხსნება. ფიფას რეგულაციებით, პერიოდი ყველა ქვეყანაში ოთხკვირიანია. ამის შესახებ კლუბების თხოვნა გავითვალისწინეთ და ფიფაში წერილი გავაგზავნეთ, რომ ეს პერიოდი კიდევ ერთი კვირით გაგვიხანგრძლივონ,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით მუჯირმა.

სფფ-ს გენერალური მდივნის თქმით, ეროვნული ლიგის თამაშებზე შეცვლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.

„ჩემპიონატის განახლება დაგეგმილია, ფაქტობრივად, ძველი გრაფიკით ითამაშებენ და კვირაში ერთ მატჩს გამართავენ. აქედან გამომდინარე, შეცვლების რაოდენობის გაზრდა აუცილებლობა არ იყო. ამის თაობაზე კლუბებს ველაპარაკეთ და ამაში ყველა დაგვეთანხმა. ამიტომ ხუთი შეცვლის აუცილებლობა არ იყო და ისევ სამი დარჩება,“ – ამბობს მუჯირი.