ფეხბურთი | ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „კიოლნს“ მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
ფეხბურთი | ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „კიოლნს“ მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში გასვლაზე „კიოლნი“ 3:1 დაამარცხა და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამჯერად საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მასპინძელთა დაცვას მუდამ აწუხებდა. „ჰაიდენჰაიმმა“ იბრძოლა და შოპნერის დუბლითა და იბრაჰიმოვიჩის გოლით გაიმარჯვა.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჰაიდენჰაიმს“, „ვოლფსბურგსა“ და „სანქტ-პაულის“ 26-26 ქულა აქვთ და გერმანიის მთავარ ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებენ.

ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო ტურში, 16 მაისს შინ „მაინცი“ აუცილებლად უნდა დაამარცხოს, მაგრამ ზივზივაძის გუნდის ბედი მეტოქეთა შედეგზეც იქნება დამოკიდებული.