ფეხბურთი | ზედიზედ მეორედ, ლიონელ მესი MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ზედიზედ მეორედ, ლიონელ მესი MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT

ლიონელ მესი ამერიკული საფეხბურთლო ლიგის (MLS) სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

„ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა „ინტერ მაიამის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 49 ჩატარებულ მატჩში არგენტინელმა 43 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სეზონის მიმდინარეობისას მესიმ არაერთი რეკორდი დაამყარა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო – 30 ნოემბერს მესიმ ლეგენდარული ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი გახდა 405 შედეგიანი პასით.

მესი უკვე არის „ინტერ მაიამის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბრდირი, გუნდის მაისურით ჩატარებულ 77 მატჩში მის ანგარიშზე 88 გატანილი გოლია.

არგენტინელი ამერიკული გუნდის წევრი 2023 წლის ზაფხულში გახდა. ის პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც MLS-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.