ფეხბურთი | წყალტუბოს „სამგურალს“ გიორგი ონიანი გაწვრთნის, გიორგი მიქაძე „თელავში“ დაბრუნდა #1TVSPORT

19:40, 19.01.2026

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი იქნება – საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის დანიშვნა კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა.

42 წლის სპეციალისტი ბოლო სამი წლის განმავლობაში „გაგრას“ ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ბათუმის „დინამო 2“-ში, ლანჩხუთის „გურიასა“ და საგარეჯოს „გარეჯში“.

ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დღეს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა – მისი ასისტენტი ალექსანდრე ჯაფარიძე იქნება.

სამწვრთნელო ცვლილება მოხდა კიდევ ორ კლუბში – „თელავიდან“ წასული ვალერი გაგუას ადგილი გიორგი მიქაძემ დაიკავა, ხოლო გაგუა „სამტრედიას“ ჩაუდგა სათავეში.

ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გახდა, რომელიც საქართველოს რეკორდსმენია – ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა – სოსიაშვილი 26 წლის იყო, როდესაც მისი ხელმძღვანელობით გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სოსიაშვილი ასევე მუშაობდა „შუქურაში“, „სამგურალში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, „იბერია 2“-ში, ბოლოს კი ახალციხის „სამცხე“ რეგიონული ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადაიყვანა.

მსგავსი