ფეხბურთი | წიტაიშვილი „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, აბუაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარეს „მეცის“ ფორმით, რომელმაც საკუთარ სტადიონზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „რენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
გიორგი წიტაიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, აბუაშვილი მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა და, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, „მეცის“ შეტევა გაამწვავა. ერთ ეპიზოდში ბურთის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
22-ე წუთზე „რენის“ ნახევარმცველმა, ვალენტინ რონჟიემ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
14 ტურის შემდეგ „მეცი“ 11 ქულით მე-17 ადგილზეა.