ფეხბურთი | ვოლკოვმა ისევ გაიტანა - დვალმა და ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT
ფეხბურთი | ვოლკოვმა ისევ გაიტანა - დვალმა და ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT

აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილისზირამ“ „ქარვანი“ 1:0 დაამარცხა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი დავით ვოლკოვმა, რომელმაც ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა. ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მიმდინარე სეზონში ვოლკოვის ანგარიშზე 5 გოლია.

ლაშა დვალის ცსკა 1948-მ ბულგარეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქეს, სოფიის ცსკა-ს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

სანდრო ალთუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა ჰაიფასჰაპოელში“, რომელმაც გასვლაზე „ფეთახ თიკვას“ 1:0 სძლია. ჰაიფელებმა 23 ქულა დააგროვეს და ისრაელის ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.