ფეხბურთი | ვიტინიას განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ვიტინიას განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიტინიას თქმით, გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„გულუბრყვილო არ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილური კარიერა. ევროპაში, დიდ კლუბში ისედაც ძალიან კარგ ანაზღაურებას ვიღებ. ხელფასის გაორმაგება ან გასამმაგება უფრო ბედნიერს ვერ გამხდის. ვგრძნობ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრები მაფასებენ და მგონია, ეს სიყვარული დავიმსახურე. აქ ყოფნა მსიამოვნებს და ჩემს ოჯახსაც ძალიან მოსწონს. წასვლა ნამდვილად სისულელე იქნებოდა. პსჟ-ში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

ასევე არ ვფიქრობ, რომ ახლა „რეალში“ გადასვლა ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. აქ ფანტასტიკური გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს ლუის ენრიკეს სახით“, – განაცხადა ვიტინიამ.

ვიტინია „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მან პარიზული კლუბის მაისურით 190 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.