ფეხბურთი | ვინისიუსმა „რეალს“ აცნობა, რომ კონტრაქტს არ გააგრძელებს – მიზეზი ჩაბი ალონსოა #1TVSPORT

22:40, 24.11.2025
MADRID, SPAIN – OCTOBER 26: Vinicius Junior of Real Madrid looks on during the LaLiga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on October 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

მადრიდის „რეალის“ გარემარბმა, ვინისიუსმა კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს აცნობა, რომ არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას, სანამ დაძაბული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან, – ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი სამ წყაროზე დაყრდნობით.

ვინისიუსსა და ჩაბი ალონსოს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ ივლისში წარმოიშვა. ბრაზილიელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მწვრთნელი მას უსამართლოდ ექცევა. ოქტომბერში ვინისიუსი განრისხდა, როცა ის 72-ე წუთზე შეცვალეს „ბარსელონასთან“ მატჩში. ფეხბურთელმა დაიყვირა, რომ გუნდის დატოვება სურს და გასახდელში ისე წავიდა, რომ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. მოგვიანებით ვინისიუსმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში პრეზიდენტს, გულშემატკივრებს, გუნდსა და თანაგუნდელებს თავისი საქციელის გამო, მაგრამ მწვრთნელი არ უხსენებია.

მსგავსი