ფეხბურთი | ვინისიუსის წასვლის შემთხვევაში, მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე ვიტინია გახდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე, ვინისიუს ჟინიორის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია გახდება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ვინისიუსსა და „რეალს“ შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება უარყოფითი დინამიკით მიმდინარეობს და კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს გაყიდის. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებად 100 მილიონი ევრო სახელდება, რომელსაც მადრიდული გრანდი ვიტინიას ტრანსფერისთვის გამოიყენებს.
მადრიდის „რეალში“ მიიჩნევენ, რომ ვიტიანსთან ერთად გუნდი უკეთ გააკონტროლებს ბურთს, მრავალფეროვან შემტევ არსენალს შეიძენს და ხაზებს შორის ბალანსს ადვილად იპოვის.
25 წლის ვინისიუს ჟუნიორის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის 30 ივნისს ჩათვლითაა გათვლილი.
რაც შეეხება 25 წლის ვიტიანიას, ის „პარი სენ-ჟერმენის“ უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. გასულ და მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა, ჯამში, 82 მატჩი ჩაატარა.