ფეხბურთი | ვეტერანი უკრაინეილი ფეხბურთელი ნაკრებში ბრაზილიელების ნატურალიზაციის წინააღმდეგია #1TVSPORT
„პირადად მე უცხოელების ნატურალიზაციის მომხრე არ ვარ“, – უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი ვორობეიმ გამოცემა „ტრიბუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში ბრაზილელი ფეხბურთელების ნატურალიზაციის წინააღმდეგია.
„პირადად არ ვარ მომხრე ბრაზილიელი ფეხბურთელების ნატურალიზაციის. ვფიქრობ, რომ საკმარისი რაოდენობის მოთამაშეები გვყავს, რომელთა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც შეიძლება. მაგრამ თუ ეს თავად ფეხბურთელებს სურთ, ინიციატივას გამოიჩენენ და მზად არიან, უკრაინის ნაკრებისთვის ითამაშონ, მაშინ ეს ვარიანტი, შეიძლება, განხილვად ღირდეს“, – ამბობს ვორობეი.
ბოლო დროს უკრაინაში ბევრი მომხრე გაუჩნდა მოსაზრებას, რომ ამ ქვეყნის ნაკრებში ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში (სადაც უკრაინა საქართველოს ნაკრების მეტოქეა) ნატურალიზაციის გზით დონეცკის „შახტარის“ 23 წლის მცველი, პედრო ენრიკე და 27 წლის თავდამსხმელი პედრინიო ათამაშონ.