ფეხბურთი | ვესლი სნეიდერი – იამალს მესის გასწრება შეუძლია #1TVSPORT

08:00, 19.12.2025

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა 18 წლის გარემარბი ლამინ იამალი გახდეს „ბარსელონას“ ისეთივე ლეგენდა, როგორიც არის ლიონელ მესი.

„დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, შეძლებს თუ არა ლამინ იამალი ოდესღაც გახდეს ლიონელ მესი. იამალი „ბარსელონაში“ – ეს უკვე ახალი მესია. ისინი მას არასოდეს გაუშვებენ და ვფიქრობ, ეს ბიჭი თავად არ მოისურვებს წასვლას. ის იქ ბავშვობიდანაა და უკვე ბევრს მიაღწია. დიდი ფულიც გამოიმუშავა. ის გუნდის დიდი ვარსკვლავია. რატომ უნდა გადახვიდე ინგლისში ან სხვაგან? ეს უაზრობაა.

შესაძლოა, ის მოგვიანებით წავიდეს, რათა რაღაც ახალი სცადოს, მაგრამ ახლა 2025 წელია. თუ ჩვენ ამაზე 10 წლის შემდეგაც ვილაპარაკებთ, ლამინ იამალი კვლავაც „ბარსელონაში“ იქნება. შეუძლია თუ არა მას მიაღწიოს მესის დონეს ან გაუსწროს მას? ეს შესაძლებელია. მოთამაშეები წლიდან წლამდე პროგრესირებენ, ის კი უკვე ასეთ მაღალ დონეზე იმყოფება“, – განაცხადა სნეიდერმა.

მსგავსი