ფეხბურთი | ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში მორიგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში მორიგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ჩინეთის საფეხბურთო სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში „შანდოგ ტაიშანის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონატის ლიდერთან, „შანხაი პორტთან“ დუბლი შეასრულა.

41-ე წუთზე მისმა ზუსტმა დარტყმამ ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო 77-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „შანდოგ ტაიშანის“ სასარგებლოდ.

ქართვლმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე 28 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ბურთით უსწრებს. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაა.

„შანდოგ ტაიშანი“ 28 ტურის შემდეგ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.