ფეხბურთი | უკრაინული გამოცემა - წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს #1TVSPORT
ფეხბურთი | უკრაინული გამოცემა - წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე უარს ამბობს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Dynamania ავრცელებს.

„გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს, კიევის „დინამოში“ თამაში არ სურს და თავისუფალი აგენტი გახდება. ფეხბურთელი ფრანგულ კლუბ „მეცში“ თამაშობს, სადაც ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. წყაროს ცნობით, ნახევარმცველით უკვე ინტერესდებიან „ლაციო“, „ნაპოლი“, „ვილიარეალი“, „ლილი“ და „ლიონი“.

ხსენებულ კლუბებს იზიდავთ ის ფაქტი, რომ 25 წლის ქართველ ლეგიონერს ზაფხულში კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდის უფასოდ დატოვებას შეძლებს“, – წერს Dynamania.