ფეხბურთი | უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა ლარნაკას აეკ-ი დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა ლარნაკას აეკ-ი დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში ლარნაკას აეკ-ს თბილისში უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლარნაკში ქართველმა ფეხბურთელებმა 4:3 მოიგეს.

საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი „დინამომ“ 1:0 მოიგო – ანგარიში რეზი დანელიამ გახსნა. მეორე ნახევარში ერთი ბურთი ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა. ახალგაზრდა დინამოელებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 6:3 დაამარცხეს და ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

„დინამო თბილისი“ (U19): ჩოჩიშვილი, დიაკონიძე, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, ბერელიძე (72, ნათენაძე), ძნელაძე, მიქაუტაძე (57. ჭოლოკავა), დანელია (72. დონკორი), ოდიკაძე (72. ნიორაძე), დოლტმურზიევი (82. ჩიგოშვილი).

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თბილისელები მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან (რომელმაც გათამაშებას რაზგრადის „ლუდოგორეცი“ გამოთიშა), წარმატების შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ.