ფეხბურთი | უეფა-მ ეროვნული ნაკრებების მიერ ერთა ლიგაში გამომუშავებულ თანხებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა #1TVSPORT

23:50, 16.02.2026

უეფა-მ ​გასულ სეზონში ერთა ლიგაში მონაწილეობისთვის ეროვნული ნაკრებების მიერ გამომუშავებული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანც ირკვევა, რომ „ჯვაროსნებმა“ ტურნირში მონაწილეობისთვის 1,5 მილიონი ევრო მიიღეს. ანალოგიური თანხა ხვდა წილად ჩვენი ჯგუფის კიდევ ორ მონაწილეს – უკრაინასა და ალბანეთს.

ჯგუფის გამარჯვებულმა, ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა კი დამატებით 1,5 მილიონი ევრო მიიღო და, საერთო ჯამში, მათი შემოსავალი 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ტურნირის გამარჯვებულ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს კი 12,753 მილიონი ევრო ერგო.

საერთო ჯამში, უეფა-მ ერთა ლიგაში მონაწილეობისთვის ეროვნულ ნაკრებებს 129,012 მილიონი ევრო გაუნაწილა.

მსგავსი