ფეხბურთი | თურქულმა „კასიმფაშამ“ შოთა არველაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
ფეხბურთი | თურქულმა „კასიმფაშამ“ შოთა არველაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

შოთა არველაძემ თურქული „კასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია თურქეთის სუპერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩვენს მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს დავემშვიდობეთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ბატონ არველაძეს და მის გუნდს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და ვუსურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

52 წლის ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც „კასიმფაშას“ 2012-2015 წლებშიც წვრთნიდა, სტამბოლური გუნდი მეორედ 2025 წლის ივნისში ჩაიბარა.

არველაძის ხელმძღვანელობით „კასიმფაშამ“ მიმდინარე სეზონში 14 მატჩიდან 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 13 ქულით თურქეთის სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა.