ფეხბურთი | ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი მატჩი „ბირმინგემთან“ ჩაატარა #1TVSPORT
ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა და საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი გუნდი სტუმრად „ბირმინგემთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიიღო – გიორგი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, იმ დროს, როცა ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურის შეხვედრაში მასპინძლები 2:0 იგებდნენ.
ჩაკვეტაძემ ორ წუთში საგოლე შეტევა წამოიწყო – მარცხენა ფლანგზე ბურთი კარგი პოზიციაში მყოფ მარკ ბოლას გადააწოდა, რომლის გადაცემითაც ოტმან მაამამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
„უტოფროდი“ 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.