ფეხბურთი | ტრავმის გამო, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატის ტურის მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT
ფეხბურთი | ტრავმის გამო, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატის ტურის მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატის ტურის მატჩი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვოს.

ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რამდენიმე პრობლემა გვაქვს, რომელთა სერიოზულობაც უნდა დავადგინოთ. მანორ სოლომონისა და გიორგი მიქაუტაძის თამაში გამორიცხული არ არის, თუმცა ორივე გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს. „პაფოსთან“ შეხვედრაში მანორმა მძიმე დარტყმა მიიღო, გიორგიმ კი ვარჯიშისას დისკომფორტი იგრძნო. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა.

ლა ლიგაში „ვილიარეალისა“ და „ესპნიოლის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. 11 ტურის შემდეგ მიქაუტაძის გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს – ჩამორჩება მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“.