ფეხბურთი | ტრავმის გამო როდრიგო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

18:04, 03.03.2026

ბრაზილიელი თავდამსხმელი როდრიგო სერიოზული ტრავმის გამო მოედანზე დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

როდრიგო „რეალის“ ლაზარეთის გრძელ სიას დაემატა. ტრავმირებულ ფეხბურთელებს შორის უკვე არიან: კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი, ედერ მილიტაო, დანი სებალიოსი, რაულ ასენსიო და დავიდ ალაბა.

არბელოას გუნდს მომდევნო შეხვედრაში ასევე ვერ დაეხმარებიან დინ ჰაუსენი, ალვარო კარერასი და ფრანკო მასტანტუონო. ისინი „სელტასთან“ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებენ.

მსგავსი