ფეხბურთი | „ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომას ფრანკი გაათავისუფლა #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელი სპეციალისტი ტომას ფრანკი გაათავისუფლა.
ფრანკის ხელმძღვანელობით ლონდონურმა გუნდმა ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონში მატჩების მხოლოდ 27 პროცენტში შეძლო გამარჯვება და 26 ტურში დაგროვებული 29 ქულით ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.
ტომას ფრანკის შესაძლო შემცვლელად იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბი სახელდება, რომელიც „მარსელმა“ რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
დასახელებულ კანდიდატებს შორის ასევე არის აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, რომელიც „ტოტენჰემს“ ერთხელ უკვე წვრთნიდა და 2019 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.