ფეხბურთი | „ტოტენჰემის“ აღზრდილი ჯოშ ონომა „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | „ტოტენჰემის“ აღზრდილი ჯოშ ონომა „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა – თბილისურ კლუბში კარიერას „ტოტენჰემის“ აღზრდილი ნახევარმცველი ჯოშ ონომა გააგრძელებს.

28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლონდონის „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილია. ის ასევე გამოდიოდა „ასტონ ვილაში“, „შეფილდ უენსდეიში“, „ფულემსა“ და „ბლექპულში“, საიდანაც „დინამო თბილისს“ შეუერთდა.

2012-2018 წლებში ონომამ ინგლისის ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2014  წელს 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, 2017 წელს კი ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ონომამ „დინამოსთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.