ფეხბურთი | „ტორინოს“ სპორტული დირექტორი - საბა საზონოვი ტრანსფერზე დავაყენეთ #1TVSPORT
ფეხბურთი | „ტორინოს“ სპორტული დირექტორი - საბა საზონოვი ტრანსფერზე დავაყენეთ #1TVSPORT

საბა საზონოვი „ტორინოს“ კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ტრანსფერზე დააყენეს, – ამის შესახებ ტურინული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ Sport Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა.

პეტრაჩის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა „ტორინო“ „ინტერის“ და ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ასლანისთან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ თემის განხილვისას სპორტულმა დირექტორმა ქართველ მცველზეც ისაუბრა.

„ის, რომ ასლანი მიდის, უკვე ცხადია. ის უახლოეს დღეებში დატოვებს „ტორინოს“, მას შემდეგ, რაც კლუბმა მისი საიჯარო კონტრაქტის შეწყვეტა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ, „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ ალბანელი ფეხბურთელი „რომასთან“ იტალიის თასის მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა.

ასლანის გარდა, აღნიშნული შეხვედრა ასევე გამოტოვეს საბა საზონოვმა და ნილს ნკუნკუმ. აბსოლუტურად ნათელია, რომ სამივე ტრანსფერზე დავაყენეთ. 32 ფეხბურთელი გვყავს და ვიღაცებს გუნდის დატოვება მოუწევდათ“, – განაცხადა პეტრაჩიმ.